პროექტის თემაა მიწისძვრები
მნიშვნელობა/აქტუალობა
თემის აქტუალობა განპირობებულია მიწისძვრების გააქტიურებით დედამიწის მასშტაბით.
ბოლო დროის გახშირებული მიწისძვრები ჰაიტზე, ჩილეში, უფრო ადრინდელი რაჭაში, სპიტაკში-ამ მოვლენას ძალიან მნიშვნელოვანს ხდის. ეროვნული სასწავლო
გეგმის მიხედვით მე-9 კლასის ფიზიკის სწავლება მოიცავს რხევებისა და ტალღების შესწავლას, რაც თავისაბურად დაკავშირებულია მიწისძვრებთან.
მიზნები და შედეგები
ინტეგრირებული საგნებია: ფიზიკა, გეოგრაფია, ინფორმატიკა, მათემატიკა.
ეს პროექტი საშუალებას მისცემს მოსწავლეებს განავითარონ ურთიერთანამშრომლობის,
ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის, დასკვნების გამოტანის უნარები.
მოეწყობა პრეზენტაცია,სადაც მოცემული იქნება მოსწავლეთა მიერ ინტერნეტში მიწისძვრების შესახებ მიკვლეული ინფორმაცია სეისმურად აქტიური ზონების შესახებ მსოფლიოში, რაჭის მიწისძვრის შესახებ საქართველოში.
წინასწარი ცოდნა:
რხევები და ტალღები, გრძივი და განივი ტალღები და განსხვავება მათი გავრცელების სიჩქარეებს შორის.
პროექტის აღწერა.
მოსწავლეები იყოფა 5 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ეძლევადავალება:
1)მოიძიეთ მასალები სეისმურად აქტიური ზონების შესახებ მსოფლიო მასშტაბით და
შევადგინოთ პროცესების სტატისტიკური სურათი ბოლო 30 წლისათვის(ინტერნეტი)
მაისი-ივნისი
2)მოიძიეთ მასალები სეისმურად აქტიური ზონების შესახებ საქართველოში(ინტერნეტი)
მაისი-ივნისი
3)კავშირი ფიზიკასთან(ექსკურსია გეოფიზიკის ინსტიტუტში)
მაისი-ივნისი
4) ექსკურსია რაჭაში. 1991 წლის რაჭის მიწისძვრა(ინტერნეტი,ვიდეო, ფოტომასალა, იმდროინდელი პრესა,შედეგების ლიკვიდაციის სტატისტიკა)
აგვისტო
5)ფსიქოლოგის როლი რაჭაში მიწისძვრით დაზარალებულთა რეაბილიტაციის პროცესში.
(ინტერვიუები, ჩანაწერები, ფოტო- ვიდეომასალა)
აგვისტო
6)პრეზენტაცია.
სექტემბერი
შეფასება - ჯგუფური. შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით: მომზადების ეტაპი,
პროექტში მოსწავლეთა მუშაობის ეტაპი, შედეგების წარდგენის ეტაპი.
ტექნიკური რესურსი: 5 კომპიუტერი, სახელმძღვანელოები, ფლომასტერები, ფორმატები,
ფოტო და ვიდეოაპარატურა.
Monday, March 29, 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment